Friday, July 11, 2014

მე-9 დღის რეფლექსია

ვნახეთ და განვიხილეთ პრეზენტაციები და ავტვირთეთ დრაივზე

Wednesday, July 9, 2014

მე-8 დღის რეფლექსია

გავეცანით ფასილიტაციის მასალებს
 შევქმენით დიფერენცირებული დავალებები ჩვენი პროექტის ფარგლებში. ძლიერი, საშუალო და სუსტი მოსწავლისათვის
შევამოწმეთ ჩვენი პორტფოლიო

Monday, July 7, 2014

მე7 დღის რეფლექსია

შევავსეთ გეგმის შაბლონში დროში გაწერილი გეგმა
 ვიმუშავეთ მოსწავლის შეფასებაზე, 
ვიმუშავეთ თვითშეფასებაზე
შევქმენით თანატოლთა უკუკავშირზე
მოსწავლეთა ინდივიდუალურ ნამუშევრებზე შევადგინეთ ცხრილი

Friday, July 4, 2014

მე-6 დღის რეფლექსია

ჩვენ ვნახეთ სხვადასხვა პროექტების ნიმუშები
გავესანით სხვადასხვა გაზეთის ნიმუში
გავაკეთეთ ჩეკლისტი რას დავიტანდით გაზეთზე
შევქმენით ხარაჩო
დავამუშავეთ თითოეული ჯგუფისთვის პრეზენტაციის ხარაჩო
ვიმუშავეთ კედლის გაზეთზე სადაც უნდა შევიტანოთ თითოეული გეგმის სტატია

Wednesday, July 2, 2014

მე-5 დღის რეფლექსია

ვისწავლეთ პროექტის უკუკავშირი
პრეზენტაციის შაბლონში ვისწავლეთ კომენტარის დამატება.
გეგმის შაბლონში შევავსეთ პროცედურები
ბლოგში შევქმენით გვერდები
ვისწავლეთ გვერდების დალინკვა
გავეცანით საავტორო უფლებებს

.

Tuesday, July 1, 2014

მე-4 დღის რეფლექსია

დღეს ჩვენ ვისწავლეთ მოსწავლის წინარე ცოდნის დასადგენად  დიაგრამების ვიცი მინდა ვიცოდეს და ტ სქემის  გამოყენება.
პრეზენტაციის შევსება და გაფორმება.
პრეზენტაციაში ვორდის დოკუმენტის შეტანა.

Friday, June 27, 2014

მე-3 დღის რეფლექსია

ვიმუშავეთ გეგმის შაბლონზე.
21 -ე საუკუნის უნარებიდან  ამოვირჩიეთ ჩვენი პროექტისთვის საჭირო უნარები.
ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო სიტყვებზე.
ჩვენი პროექტისთვის არჩეული მიზნები შევადარეთ ბლუმის ტაქსონომიის სააზროვნო უნარებს.
ასევე ვიმუშავეთ  ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებზე

Wednesday, June 25, 2014

მე - 2 დღის რეფლექსია

მე-2 დღეს ჩვენ განვიხილეთ ჩეკლისტი.შევქმენით პუბლიკაცია. გადავაკეთეთ შაბლონი. ჩავსვით სურათები klip art -იდან. დავრეგისტრირდით ბლოგზე.

  • საგანი: მათემატიკა
  • სტანდარტი: მონაცემთა ანალიზი, ალბათობა და სტატისტიკა.
  • შევარჩიე ჩემი პროექტის თემა :"მონაცემების შეგროვება"

    1. კითხვა: რა არის იმ პროექტის ძირითადი არსი, რომელ პროექტსაც აირჩევთ?

     ამ პროექტის ძირითადი არსია:

    • მოსწავლემ შეძლოს მოცემულ თემასთან ან გამოსაკვლევ ობიექტთან დაკავშირებით თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების შეგროვება.
    •  მონაცემების მოწესრიგება.
    • მონაცემთა ინტერპრეტაცია და ელემენტარული ანალიზი.
    2. კითხვა:რა კავშირებს ხედავთ ყოველდღიურ ცხოვრებასა და ამ თემას შორის?
    ყოველღიურ ცხოვრებაში ხშირად საჭიროა გაარჩიო ერთმანეთისგან კარგი და ცუდი, გააკეთო არჩევანი სხვადასხვა სახეობის თუნდაც სპორტს შორის , ან გააკეთო არჩევანი სხვადასხვა ტკბილეულს შორია. ხშირად ჭირდებათ მოსწავლეებს თუნდაც ქართულში დაახარისხონ ერთმარცვლიანი და ორმარცვლიანი სიტყვები, დაალაგონ გვარები ანბანის მიხედვით. ბუნებაში დააჯგუფონ შინაური და გარეული ცხოველები, მათემატიკაში კენტი და ლუწი რიცხვები, შეეძლებათ დაახარისხონ სოფლები და ქალაქები და ა.შ. 
    3. კითხვა:როგორ მოახდენთ ტექნოლოგიების ინტეგრირებას ამ პროექტში?
    გამოვიყენებთ ბუკს ,შევქმნით ცხრილებს სადაც შევა მონაცემები , შემდეგ ამ მონაცემებს ავტვირთავთ ექსელში , გავაკეთებთ პიქტოგრამებს, სვეტოვან დიაგრამებს და დავითვლით მონაცემებს  პროცენტულად.ასევე გამოვიყენებთ ფოტო- ვიდეოს , მუშაობის პროცესში გადავიღებთ სურათებს.
    4.პროექტის რა სცენარზე ფიქრობთ, როგორია თქვენი პროექტის მიზანი?
    • გავაკეთებ ჩეკლისტს
    • შევქმნი პუბლიკაციას
    • 21-ე საუკუნისუნარ - ჩვევებიდან განუვითარდებათ

    1. ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზირება პრობლემების გადასაჭრელად და კითხვებზე პასუხების გასაცემად.
    2.      ციფრული ტექნოლოგიების, კომუნიკაციის ინსტრუმენტებისა და/ან ქსელების შესატყვისი გამოყენება ინფორმაციაზე წვდომის, მისი მართვის, ინტეგრაციის, შეფასებისა და შექმნისათვის გენერირება ცოდნის ეკონომიკაში ფუნქციონირების მიზნით;
    3.       ფართო საზოგადოების ინტერესების გათვალისწინება, პასუხისმგებლიანი მოქმედება.
    • დავყოფ მოსწავლეებს ჯგუფებათ
    • ავარჩევინებ თემებს  ტავიანთი შესაძლებლობებიდან გამომდინარე.რაზეც მოიძიებენ ინფორმაციას და შეადგენენ ცხრილებს , ჩაატარებენ გამოკითხვებს.
    • შეადგენენ კედლის გაზეთს
    • მოახდენენ პრეზენტაციას.
    • ბოლოს მოხდება შეფასება რამდენად გავიდნენ შედეგზე.