Wednesday, June 25, 2014

მე - 2 დღის რეფლექსია

მე-2 დღეს ჩვენ განვიხილეთ ჩეკლისტი.შევქმენით პუბლიკაცია. გადავაკეთეთ შაბლონი. ჩავსვით სურათები klip art -იდან. დავრეგისტრირდით ბლოგზე.

  • საგანი: მათემატიკა
  • სტანდარტი: მონაცემთა ანალიზი, ალბათობა და სტატისტიკა.
  • შევარჩიე ჩემი პროექტის თემა :"მონაცემების შეგროვება"

    1. კითხვა: რა არის იმ პროექტის ძირითადი არსი, რომელ პროექტსაც აირჩევთ?

     ამ პროექტის ძირითადი არსია:

    • მოსწავლემ შეძლოს მოცემულ თემასთან ან გამოსაკვლევ ობიექტთან დაკავშირებით თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების შეგროვება.
    •  მონაცემების მოწესრიგება.
    • მონაცემთა ინტერპრეტაცია და ელემენტარული ანალიზი.
    2. კითხვა:რა კავშირებს ხედავთ ყოველდღიურ ცხოვრებასა და ამ თემას შორის?
    ყოველღიურ ცხოვრებაში ხშირად საჭიროა გაარჩიო ერთმანეთისგან კარგი და ცუდი, გააკეთო არჩევანი სხვადასხვა სახეობის თუნდაც სპორტს შორის , ან გააკეთო არჩევანი სხვადასხვა ტკბილეულს შორია. ხშირად ჭირდებათ მოსწავლეებს თუნდაც ქართულში დაახარისხონ ერთმარცვლიანი და ორმარცვლიანი სიტყვები, დაალაგონ გვარები ანბანის მიხედვით. ბუნებაში დააჯგუფონ შინაური და გარეული ცხოველები, მათემატიკაში კენტი და ლუწი რიცხვები, შეეძლებათ დაახარისხონ სოფლები და ქალაქები და ა.შ. 
    3. კითხვა:როგორ მოახდენთ ტექნოლოგიების ინტეგრირებას ამ პროექტში?
    გამოვიყენებთ ბუკს ,შევქმნით ცხრილებს სადაც შევა მონაცემები , შემდეგ ამ მონაცემებს ავტვირთავთ ექსელში , გავაკეთებთ პიქტოგრამებს, სვეტოვან დიაგრამებს და დავითვლით მონაცემებს  პროცენტულად.ასევე გამოვიყენებთ ფოტო- ვიდეოს , მუშაობის პროცესში გადავიღებთ სურათებს.
    4.პროექტის რა სცენარზე ფიქრობთ, როგორია თქვენი პროექტის მიზანი?
    • გავაკეთებ ჩეკლისტს
    • შევქმნი პუბლიკაციას
    • 21-ე საუკუნისუნარ - ჩვევებიდან განუვითარდებათ

    1. ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზირება პრობლემების გადასაჭრელად და კითხვებზე პასუხების გასაცემად.
    2.      ციფრული ტექნოლოგიების, კომუნიკაციის ინსტრუმენტებისა და/ან ქსელების შესატყვისი გამოყენება ინფორმაციაზე წვდომის, მისი მართვის, ინტეგრაციის, შეფასებისა და შექმნისათვის გენერირება ცოდნის ეკონომიკაში ფუნქციონირების მიზნით;
    3.       ფართო საზოგადოების ინტერესების გათვალისწინება, პასუხისმგებლიანი მოქმედება.
    • დავყოფ მოსწავლეებს ჯგუფებათ
    • ავარჩევინებ თემებს  ტავიანთი შესაძლებლობებიდან გამომდინარე.რაზეც მოიძიებენ ინფორმაციას და შეადგენენ ცხრილებს , ჩაატარებენ გამოკითხვებს.
    • შეადგენენ კედლის გაზეთს
    • მოახდენენ პრეზენტაციას.
    • ბოლოს მოხდება შეფასება რამდენად გავიდნენ შედეგზე.

    No comments:

    Post a Comment